მესტიაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მოკლეს - Palitra News

მესტიაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მოკლეს

2020-04-21 09:26:06+04:00

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მოკლეს. მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელმა ესროლა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენი მესაზღვრე ადგილიდან მიიმალა და მისი დაკავების მიზნით შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები ხორციელდება.

თავის მხრივ, მულახის თემის რწმუნებულის, სოსო ზურაბიანის განცხადებით, შემთხვევამდე თანამშრომლებს შორის შელაპარაკება მოხდა.