01:12
26 სექტემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მესტიაში კორონავირუსზე ჩატარებული 700 ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი
14-08-2020

დღეს გახდება ცნობილი მესტიაში აღებული 700 ნიმუშის პასუხი, რომელიც რაიონში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დადგენის მიზნით გუშინ ჩატარდა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, ღრმა ეპიდკვლევის საჭიროება მაშინ გახდა საჭირო, როცა მესტიიდან აღებული ნიმუშებიდან 13 აგვისტოს ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისივე ინფორმაციით, დაბა მესტიაში ეპიდემიოლოგთა 8 ჯგუფი მუშაობს, დანარჩენები კი სოფელ ჭუბერსა და ფარში არიან გადანაწილებული.

როგორც ნინო ვიბლიანმა აღნიშნა, მესტიაში არ არის სასურსათო და მედიკამენტების დეფიციტი და ჩაკეტილ ზონაში სადისტრიბუციო მანქანები უპრობლემოდ გადაადგილდებიან.

ლენჯერში კი დასრულებული ტესტირების მიუხედავად, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ისევ შენარჩუნდება. 4 დღეში მუნიციპალიტეტში COVID-19-ის 32 შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, 600-ზე მეტი ადამიანი მესტიაში 23 სასტუმროშია განთავსებული. სვანეთი გუშინ ასზე მეტმა პირმა დატოვა - ისინი სავალდებულო 2 კვირას სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში გაატარებენ.

AutoPlay
"შაქარაშვილი თვალით არ მინახავს, მზად ვარ სიცრუის დეტექტორზე ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო" - ბრალდებული რევაზიშვილი
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
პრემიერი საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს მცხოვრებ თანამემეამულეებს - ერთად შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი მომავალი
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გიორგი გახარია - საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ - საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას!
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
პარიზში "შარლი ებდოს" ყოფილ ოფისთან 4 ადამიანი დაჭრეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გიგი წერეთელი - ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა არჩევნებზე დარღვევების, ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტების მინიმიზება მოხდეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები