მესტიაში, ბანგურიანის მთაზე ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონალური სამსხურის თანამშრომლები ადგილზე რჩებიან. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია."რთული რელიეფური მდებარეობის გამო, ხანძრის ლოკალიზება სასაზღრო პოლიციის ვეტმფრენით გახდა შესაძლებელი. ხანძარი ბანგურიანის მთაზე 2 ჰექტრამდე ფართობს გაუჩნდა. ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონალური სამსხურის თანამშრომლები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.