ჟურნალმა ფორბსი მსოფლიო მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. სიის სათავეში არგენტინელი სუპერ ვარსკვლავი ლიონელ მესი მოექცა, რომლის შემოსავალმაც უკანასკნელ ერთ წელიწადში 127 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე და მესამე პოზიციებს კვლავ ფეხბურთელები კრიშტიანუ რონალდუ და ნეიმარ ჟუნიორი იკავებენ, რომელთა გასამრჯელოც შესაბამისად 109 და 105 მილიონ დოლარს გაუტოლდა.