კატალონიის ბარსელონამ ლიონელ მესის ტრავმაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. კატალონიური კლუბი ადასტურებს, რომ არგენტინელს მარცხენა ბარძაყის შიდა კუნთის ტრავმა აქვს. მკურნალობისთვის საჭირო დროსთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ლეოს 7-10 დღე გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლა ლიგაში "ხეტაფესთან" გასამართი მატჩის გარდა, ის ვერც ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერთან" ითამაშებს.