ტყიბულის შახტებში უსაფრთხობა არ არის დაცული და ამას ადასტურებს ბოლო ერთ წელიწადში ტრაგიკულად დაღუპული მეშახტეების რაოდენობა - ამის შესახებ შახტების თანამშრომლები აცხადებენ და ამბობენ, რომ ხელმძღვანელობა არ იცავს დაქირავებულების სიცოცხლეს. მეშახტეები კი ამბობენ, რომ აპარატურით მხოლოდ მათი, თანამშრომლების გადაადგილება კონტროლდება. მორიგი აფეთქება მინდელის სახელობის შახტში დილით მოხდა. უბედურ შემტხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 6 დაშავდა. მანამდე ანალოგიური შემტხვევა შახტში აპრილშიც მოხდა, მაშინ 6 ადამიანი დაიღუპა.
იხილეთ:
უბედური შემთხვევა ტყიბულში - შსს-ის ინფორმაციით, დაღუპულია 4 მეშახტე
მინდელის შახტში დაშავებული მაღაროელები თბილისში გადმოიყვანეს