შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც, 28 მარტიდან, უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლიდან, მესაზღვრე კონტროლიორებს ოფიციალურად დაევალებათ, დეტალურად გაესაუბრონ მგზავრებს, გაუწიონ კონსულტაცია და შეამოწმონ, მათი სამგზავრო დოკუმენტაცია არის თუ არა შენგენის ზონის ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობაში.შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით სამინისტროს აქვს სპეციალური პროგრამა, რომლითაც აწარმოებს სტატისტიკას საქართველოდან გასული პირებისა და თუკი მოქალაქე 90-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ქვეყანაში არ დაბრუნდება, მის მონაცემებს შს სამინისტრო ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს გადაუგზავნის.