ქარელის რაიონში, სოფელ საღოლაშენში მცხოვრები ხარაზიშვილები სახლს, რომელიც თანასოფლელისგან 1991 წელს შეიძინეს, რამდენიმე დღეა საკუთარი ხელით და მეზობლების დახმარებით ანგრევენ. ამის მიზეზი როგორც თავად ამბობენ, ოჯახში მომხდარი უჩვეულო მოვლენები გახდა.ყველაფერი ორი თვის წინ დაიწყო, როცა ოჯახის წევრებმა 18 წლის ლავრენტის უცნაური ქცევები შენიშნეს. მშობლები ამბობენ, რომ მოზარდი ხშირად საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, განმარტოებას ცდილობდა და ამ დროს ვიღაცას ეჩხუბებოდა, ბიჭი აგრესიული გახდა და მისი ქცევები აბსოლუტურად არაადეკვატური იყო."ვერაფრით ვიგებდით რა დაემართა, აბსოლუტურად შეიცვალა, მეგონა, რომ ჩემი შვილი არ იყო. საშინლად აგრესიული გახდა, როცა აგრესიას ავლენდა, მისი დაჭერა 5 ადამიანსაც კი არ შეეძლო... შეიძულა სანთელი, ეკლესია, უცნაურ ხმებს გამოსცემდა. წავიყვანეთ ექიმებთან, თუმცა, ვერაფერი გაუგეს, ბოლოს კი ვიფიქრეთ, რომ ფსიქიკური პრობლემები დაეწყო და ფსიქიატრთანაც გვყავდა, მაგრამ ყველა აღნიშნავდა, რომ ბავშვს უცნაური რაღაც ჭირდა.
იხილეთ გადაცემა სრულად: "აგრესია ჰქონდა სანთლის მიმართ... 5 ადამიანიც კი ვერ იჭერდა" - რა უჩვეულო მოვლენები ხდებოდა ოჯახში, რომელიც ეკლესიის ადგილას აშენებულ სახლს ანგრევს