იტალიის მთავრობა გეგმავს, წყვილებს, რომლებსაც მესამე შვილი შეეძინებათ, საჩუქრად მიწის ნაკვეთი გადასცეს. ამ ნაბიჯით იტალია შეეცდება ქვეყანაში შობადობის შემცირების პრობლემა გადაჭრას. ინიციატივა ულტრამემარჯვენე პარტიას ეკუთვნის, და იგი ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტშია გაწერილი.აღსანიშნავია, რომ იტალიას ევროკავშირში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩენებელი აქვს და იგი 2010 წლის შემდეგ, ყოველწლიურად იკლებს. ამიტომაც ფიქრობენ, რომ 2019-დან 2021 წლამდე ვისაც მესამე შვილი გაუჩნდება, სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადასცენ. როგორც დაგეგმილია, მიწის ნაკვეთი ოჯახს სულ მცირე 20 წლით გადაეცემა.