არასამთავრობო სექტორი თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ დადგენილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. შესაბამის სარჩელს არასამათავრობოები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარადგენენ. მანამდე კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისში, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში პრესკონფერენცია გამართეს.ორგანიზაციები მოითხოვენ, სასამართლომ ბათილად ცნოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება რომლითაც გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები შეიქმნა.