2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდ 366 მილიონ 900 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 მილიარდ 35 მილიონ 700 ათას დოლარს, ხოლო იმპორტი 7 მილიარდ 331 მილიონ 200 ათას დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში ჩინეთი მე-3 პოზიციას იკავებს, ასევე სამეულში ბოლო პოზიციაზეა ჩინეთი იმპორტის თვალსაზრისითაც. კერძოდ, ჩინეთიდან იანვარ-ოქტომბერში 721 მილიონ 234 ათას 700 დოლარის იმპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება პროდუქტებს, რაც ჩინეთიდან შემოგვაქვს, ჩამონათვალში ლიდერობს: ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან - 25 მილიონ 281 ათასი დოლარით; მას მოსდევს მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისთვის, რომლის იმპორტმაც - 21მილიონ 440 ათას 400 დოლარი შეადგინა; ხოლო მე-3 ადგილზეა რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 18 მილიონ 62 ათას 300 დოლარით.