„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერეbი ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პოლიტიკური პლატფორმის მერობის კანდიდატის თქმით, შეხვედრაზე განიხილა არსებული დამძიმებული წინა საარჩევნო გარემო, ასევე ისაუბრეს კონკრეტული ძალადობრივი ქმედებების შესახებ, რომელიც მათი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკურ პლატფორმაზე ხორციელდება. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ კეკენაძემ განაცხადა, ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბოლომდე მიადევნებს თვალს როგორც საარჩევნო კამპანიის ნაწილს, ასევე არჩევნების დღეს, როგორ გაართმევს თავს ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლის პროცესს.