იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, რეგიონში სასაფლაოებზე მშვიდი ვითარებაა და დაწესებული 10 დღიანი შეზღუდვის გაგრძელება საჭირო აღარ იქნება. როგორც შალამბერიძემ “პალიტრანიუსს“ განუცხადა, 10 დღეში ქუთაისში შესვლისა და ქალაქიდან გასვლის შეზღუდვებიც მოიხსნება.
რწმუნებულის ინფორმაციით, რეგიონში ჯერ კიდევ ფიქსირდება კომენდანტის საათისა და გადაადგილების პირობების დარღვევის შემთხვევეი, რისთვისაც მოქალაქეები ყოველდღიურად ჯარიმდებიან.
ამასთან, მისი ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში არის როგორც სურსათის, ასევე მედიკამენტების მარაგები და მუდმივად ხდება სასურსათო მაღაზიარებისა და აფთიაქების მომარაგება.
რაც შეეხება კორონავირუსით რეგიონში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობას, როგორც ზვიად შალამბერიძე აღნიშნავს, მესამე დღეა, რაც იმერეთში ინფიცირებულების რაოდენობის მატება არ არის.