ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 52 383 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 662 485-მდე გაიზარდა, - აღნიშნულ მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უკვე მესამე დღეა, ბრაზილიაში ინფიცირების 50 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. გარდა ამისა, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 212 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 92 475-ს მიაღწია. როგორც კივიდინფიცირებულების ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.