მერსედესი“ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ახალ სეზონს, ფაქტობრივად ახალი ძრავით იწყებს. გერმანულ კომპანიაში ჩათვალეს, რომ გაზრდილი კონკურენციის პირობებში, აგრეგატის ძირეული შეცვლა აუცილებელი იყო.შეიცვალა ძრავის გაგრილების სისტემის არქიტექტურა, რაც პირველ რიგში, ავტომობილის აეროდინამიის გასაუმჯობესებლად გაკეთდა. გარდა ამისა გაიზარდა საწვავის წვის ეფექტურობა და ენერგიის აღდგენის სისტემა.