მერსედესის ბოსი თანამდებობის დატოვებიდან მალევე BMW-ზე გადაჯდა, ასეთია ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს სათაური. საქმე კი იმაშია, რომ კომპანიამ BMW დაიქირავა დიტერ ზეტშეს გარეგნობის მქონე მსახიობი და გადაიღო კლიპი. ვიდეო ეძღვნება დიტერ ზეტშეს 13 წლიან ხელმძღვანელობას მერსედესში და ეს არის კონკურენტი კომპანიის მხრიდან პატივის მიგება ღირსეული მეტოქისადმი, რომლის მმართველობის პირობებშიც მერსედესმა მოახერხა BMW-სთვის 11 წლიანი ლიდერობის შემდეგ, 2016 წელს პრემიუმ სეგემნტის ლიდერის ტიტულის ჩამორთმევა.