სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკელ როკ-ვარსკვლავს მერლინ მენსონს, გრემის 64-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ორი ნომინაცია ჩამოერთვა. ქალების მიმართ ძალადობაში დადანაშაულებული მუსიკოსი და მსახიობი, ამჯერად პლაგიატობაში დაადანაშაულეს და რეპ-კომპოზიცია, რომლითაც ის „საუკეთესო რეპ-სიმღერის კატეგორიაში“ იყო წარდგენილი, ნომინანტთა სიიდან ამოვარდა. დადგინდა, რომ კომპოზიცია, რომლითაც ის ნომინანტთა სიაში მოხვდა, არ ეკუთვნის მას. შესაბამისად, შედეგიც ლოგიკურია.
მერლინ მენსონი აღნიშნულ კატეგორიაში კონკურენციას ისეთ ცნობილ რეპერეპს უწევდა, როგორებიც კენიეი უესტს და ჯეი-ზი არიან.
მიუხედავად ამ ფაქტისა, მერლინ მენსონი კვლავ რჩება გრემის დაჯილდოების ნომინანტთა სიაში შემდეგი ნომინაციებით: „წლის ალბომი“ და „წლის დუეტი“.
შეგახსენებთ, რომ გრემის 64-ე დაჯილდოების ცერემონია, მომავალი წლის 31 იანვარს, ლოს-ალჯელესში Crypto.com Arena-ზე გაიმართება.