მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში.
მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. შეგახსენებთ მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული. ზესტაფონში 16, ჭიათურის მერობა 13 კანდიდატს სურს, ზუგდიდში 16-ს ხოლო ხულოში მერობის 14 კანდიდატი დარეგისტრირდა.