თბილისის მერმა კახა კალაძემ ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მერის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი 921 მილიონი ლარი იქნება. აქედან 455 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს, ეკოლოგიის მიმართულებით - 88 მილიონია გათვალისწინებული, 327 მილიონი ლარით დაფინანსდება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება, ხოლო ქალაქის გამწვანებისთვის 26 მილიონის დახარჯვაა გათვალისწინებული. რაც შეეხება, განხორციელებულ სამუშაოებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 251 მისამართზე პარკებისა და სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 932 894 ლარი დაიხარჯა.კალაძემ ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით დაგეგმილი და უკვე განხორციელებული სამუშაოები შეაჯამა. მისი თქმით, 2018-2021 წლებში თბილისის მეტროპოლიტენს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება. თებერვლიდან კი თბილისში დიზელზე მომუშავე 90 ახალი ავტობუსი შემოვა. სამუშაოები დადებითად შეაფასა ინფრასტრუქტურის მინისტრმარაც შეეხება თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმას, კალაძის ინფორმაციით, მისი დამტკიცება 2019 წლის 1-ელი იანვრისთვის მოხდება.