ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის ბადრი გიორგიძის განცხადებით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემის საკითხს პროკურატურა სწავლობს. მისივე განცხადებით, თბილისის მერიის აღნიშნული სამსახური ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა იმ ინფორმაციას აწვდის, რომელიც საგამოძიებო ორგანოს აინტერესებს.