მერიის პასუხი ტაქსის მძღოლებს: ორთაჭალის ავტოსადგურთან ისინი უკანონოდ ახორციელებდნენ საერთაშორისო რეისებს - Palitra News

მერიის პასუხი ტაქსის მძღოლებს: ორთაჭალის ავტოსადგურთან ისინი უკანონოდ ახორციელებდნენ საერთაშორისო რეისებს

2019-03-09 19:03:32+04:00

ტაქსის მძღოლების პრეტენზიებს დედაქალაქის მერიაში უპასუხეს. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძის განცხადებით ადგილი საიდანაც მძღოლები საერთაშორისო რეისებს ახორციელებდნენ, მათ უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. მისივე განმარტებით, ორთაჭალის ავტოსადგურთან არსებული ტროტუარის მიმდებარე ტერიტორია, რომელზეც მძღოლები დაობენ არის გზაგამტარი და ის უნდა გამწვანდეს და ცოტა მოშორებით მათთვის 10 უფასო საპარკინგე ადგილია გამოყოფილი.