მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა, როგორც ყოველთვის, ასევე ბექა ოდიშარიას შემთხვევაში, განხორციელდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასების საფუძველზე, - ამის შესახებ პალიტრანიუსს თბილისის მერიაში განუცხადეს.
მერიაში ადასტურებენ, რომ დეპუტატ ბექა ოდიშარიასთაბორის მთაზე მდებარე 3000 კვ.მ.-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთის ნაცვლად დაახლოებით 11-ჯერ დიდ, მუხიანში მდებარე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ 35 000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს სთავაზობენ.
მერიის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ორივე მიწის ნაკვეთი შეაფასა და თანხვედრილი ღირებულებიდან გამომდინარე ხდება მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა.