სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვასა და განკარგვას შეეხება, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხიც მოხვდა.ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ კონკრეტულ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ "ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტმა" მიიღო, რასთან დაკავშირებითაც გარკვეული ეჭვია გამოთქმული. კერძოდ, აუდიტის სამსახურის აზრით, "არსებობს რისკი, რომ უკონკურენტო გარემოს ხელი შეუწყო აუქციონის პირობამ, რომლის მიხედვით აუცილებელი მოთხოვნა იყო მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან გაერთიანება. შედეგად, აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა და მერიამ დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა".