მერიამ, რომლის ხელმძღვანელიც გუშინ ფარისევლურად ამბობდა, რომ იზიარებდა სულისკვეთებას საპროტესტო აქციის, დღეს დილით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოიპარა ორგანიზატორების კუთვნილი სცენა და წაიღო ჯებირები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.ხოშტარია მერიას მოუწოდებს, დროულად დააბრუნოს სცენა და ჯებირები პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიაზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობის პროტესტი გაძლიერდება.