მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს. კერძოდ, პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევის, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 19 ივლისს დაიწყება და 24 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 520 ათასი ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის ძირითადი მიზანია, ვაკის პარკისთვის შეიქმნას რეაბილიტაციის პროექტი მნიშვნელოვანი ჩარევების და გადაკეთებების გარეშე. ამასთან, როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, გასათვალისწინებელია პარკის ისტორიული იერსახის შენარჩუნება.