დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ მერია სხვადასხვა სახის კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებს უკეთებს ორგანიზებას, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ყველა ღონისძიებას თავისი ორგანიზატორი ჰყავს და მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დაიცვან. როგორც ის აღნიშნავს, დედაქალაქის მერია სხვადასხვა მიმართულებით კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აფინანსებს.
ამასთან, კალაძე მიმართავს ფოტოგრაფებს და აცხადებს, რომ მერია მათ არსებული პროგრამების ფარგლებში დაეხმარება.