დედაქალაქის მერია „თბილისის მიკროავტობუსების“ კომპანიასთან ხელშეკრულების გადახედვას აპირებს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა, ყვითელმა სამარშრუტო ტაქსებმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურეს და აღნიშნულ საკითხზე მერია უკვე მუშაობს. „ბუნებრივია, ვფიქრობთ ამას და კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე. კომპანია ჩართულია „სისტრას“ კვლევებში და ხელშეკრულების გადახედვის და ცვლილებების გარეშე ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება. კომპანია ამიტომაც არის ჩართული ამ პროცესში განაცხადა ბითაძემ.