მერია მტკვრის სანაპიროს დიზაინზე მუშაობას იწყებს. კერძოდ, სანაპიროს დიზაინის პროექტის მომზადებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 15 მაისს დაიწყება და 20 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 179 ათას 700 ლარია.
პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მსგავსი არანაკლებ 5 შესრულებული პროექტი, ასევე იმ მთავარ არქიტექტორს/დიზაინერს, რომელსაც პრეტენდენტი წარმოადგენს დაკვეთის შესასრულებლად, უნდა ჰქონდეს მსგავსი არანაკლებ 5 დასრულებული პროექტი. ამასთან, უნდა წარადგინოს არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების მქონე მინიმალური სავალდებულო პერსონალი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს შესყიდვის ობიექტის მომზადების პროცესში, შემდეგი სფეროების მიხედვით: არქიტექტორი; ურბანისტი; კონსტრუქტორი და დიზაინერი.შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადად სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 თვეა განსაზღვრული.