თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით არსებული ყველა საფეხმავლო ლითონის ხიდის გამაგრება-რეაბილიტაციას იწყებს. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება. ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "უნივერსალმშენი" შეასრულებს და მისი ღირებულება 237 ათას 732 ლარია.
ცნობისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, მუნიციპალურ საკუთრებაში 34 ლითონის ხიდია და როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დრომდე აღნიშნული ხიდების რეაბილიტაცია არ ჩატარებულა.