მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ავტობუსების პარკში 50-მდე ლურჯი ავტობუსი მერიას ტყუილად ჰყავს გაჩერებული და წინასაარჩევნოდ, მათ გამოყვანას გეგმავს. მისი განცხადებით ამ საკითხზე მერიისგან ოფიციალურად აქვს ინფორმაცია, რომ ავტობუსებს ადაპტირება სჭირდება, მოსაწყობია ინფრასტრუქტურა, თუმცა მერობის კანდიდატი ყველა აღნიშნულ მიზეზს ტყუილს უწოდებს.