07:30
10 დეკემბერი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"მერი არის მილიონიან კორუფციულ სკანდალში თავით ფეხებამდე ჩაფლული" - საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მერიაში მთავრობის სხდომაზე არ უშვებენ
01-03-2017

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მერიაში, მთავრობის სხდომაზე შესვლას ცდილობენ. მერიის შესასვლელში თბილისის საკრებულოს ექვსი დეპუტატი იმყოფება, თუმცა დაცვის სამსახური მათ სხდომაზე ასვლის საშუალებას არ აძლევს. როგორც საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ არსებობს არგუმენტი, რატომ არ უნდა შეუშვას მერიამ ისინი სხდომაზე, ვინაიდან დეპუტატებს სხდომაზე დასწრების ლეგიტიმური უფლება აქვთ.

მერიაში იმყოფებიან დეპუტატები: ალეკო ელისაშვილი, ხათუნა სამნიძე, მამუკა ახვლედიანი, სევდია უგრეხელიძე, მარიკა დათუკიშვილი, შორენა ბუხრაშვილი. დედაქალაქის მერიაში მთავრობის დახურული სხდომა მიმდინარეობს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები