გერმანიის ფედერალური საავტომობილო უწყება - KBA კომპანია Mercedes-Benz-ს მოუწოდებს, 60 ათასამდე დიზელისძრავიანი ავტომობილი უკან გაიწვიოს. ამის შესახებ გერმანული Bild-ი წერს. საუბარია მოდელზე - Mercedes-Benz GLK 220 CDI.უწყების ინფორმაციით, კომპანია Daimler-მა ამ ქროსოვერებში არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენა, რომელმაც საშუალება მისცა გამონაბოლქვის მონაცემი ხელოვნურად დაეწია.
იმის შესახებ, რომ უწყებამ Mercedes-Benz GLK 220 CDI -ში გამონაბოლქვით მანიპულაციებზე ეჭვი მიიტანა, ცნობილი ჯერ კიდევ აპრილში გახდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ხარვეზის გამოსწორებას საკუთარ თავზე აიღებენ.