კონცერნი Daimler-ი მისი წარმოების ავტომობილებში მეორადი გადამუშავების შედეგად მიღებული პლასტიკის გამოყენებას გეგმავს. საპილოტე პროექტს გერმანელები კომპანია UBQ Materials-თან ერთად განახორციელებენ.
UBQ-ს მიერ შექმნილი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ორგანული ნარჩენები ეკოლოგიური ბიომასალა გახდეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს არის ყველაზე უსაფრთხო პოლიმერი მსოფლიოში.
UBQ-ს მიერ შემუშავებული მასალები უკვე გამოიყენება ელექტრომობილის პროექტში Luca, რომელზეც ეინდჰოვენელი სტუდენტები მუშაობენ. Daimler-ი კი გეგმავს ბიოპლასტიკის გამოყენების პერსპექტივები სერიულ ავტომობილებში შეაფასოს.