კომპანია Mercedes-Benz-მა ახალი თაობის G-Class-ი წარმოადგინა. ავტომობილი მის კლასიკურ ოთხკუთხოვან ფორმებს ინარჩუნებს, თუმცა სრულიად განახლებული ტექნოლოგიები და შესაძლებლობები შეიძინა. ყველაზე მთავარი ვიზუალური სიახლე კი მის ინტერიერშია, სადაც კომპანიის ახალ მოდელებზე დანერგილ სტილს აგრძელებს და მეტად თანამედროვე და კომფორტული გახდა.
რაც შეეხება ფასს, მოდელის სასტარტო ვარიანტი ამჟამად მოქმედ ავტომობილზე ოდნავ იაფი, ხოლო ტოპ ვერსია რამდენიმე ათასით უფრო ძვირი იქნება. ავტომობილის მსოფლიო პრემიერა 14 იანვარს დეტროიტის საავტომობილო შოუზე გაიმართა.