გერმანულ კონცერნ Daimler-ში შემავალი კომპანია Mercedes-Benz USA ამერიკის ტრასებზე უსაფრთხოების მარეგულირებელი ეროვნულმა სამმართველომ დააჯარიმა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული.
როგორც ტრანსპორტის სამინისტროში შემავალი სამმართველო აღნიშნავს, ჯარიმის მიზეზი შტატებში ავტომობილების გაწვევის დროს კომპანიის ხელმძღვანელობის საქციელი გახდა. როგორც სამმართველო აცხადებს, Mercedes-Benz USA-მა ავტომობილებში აღმოჩენილი დეფექტის თაობაზე მფლობელები დროულად არ გააფრთხილა.
სავალდებულო გადასახადმა 13 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო დამატებით 7 მილიონის გადახდა კომპანიას იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ დადგენილ მოთხოვნებს არ შეასრულებს.