მერაია ქერის ოფიციალურ Youtube არხზე ახალი სიმღერის კლიპი გამოქვეყნდა. სინგლი, რომელშიც 49 წლის შემსრულებლმა ლილ კიმის, The Notorious B.I.G.-ისა და ჰიტების, Rain Dance და Crush on You სემპლები გამოიყენა, ამერიკელი მომღერლის მე-15 სტუდიურ ალბომში შევიდა. როგორც მომღერალი ამბობს ეს სიმღერა, იმ ადამიანებს მიუძღვნა, რომლებმაც ცხოვრებაში იმედი გაუცრუეს.