ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სამართალდამცავებს მიმართავს. როგორც ვიდეო მიმართვაში მერაბიშვილი ამბობს, მოახლოებული არჩევნები ძალიან პრინციპულია, რადგან სამართალდამცველებს სამი მთავარი მტერი უპირისპირდება მოსყიდვა კრიმინალი და რუსი აგენტები.
მერაბიშვილის თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლების მოსყიდვას შეეცდება.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სამართალდამცველებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან და უზრუნველყონ ხალხის ნება.