ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია თუ რომელ პარტიასთან ერთად გააგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მისი ყველა გეგმის შესახებ საზოგადოება მოგვიანებით მიიღებს ინფორმაციას. მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიშ დატოვების შემდეგ საკუთარ სახლში იმყოფებოდა. მის მოსანახულებლად პოლიტიკოსები და მეგობრები მივიდნენ.