International Emmy Awards-ის დაჯილდოებაზე სერიალი Mc Mafia წლის საუკეთესო დრამატულ სერიად დასახელდა. პრიზი გადაეცათ სერიალის რეჟისორს ჯეიმს უოტკინსს და სერიალის შემოქმედებით გუნდს.ბრიტანული სერიალი ეკრანზე გასულ წელს გამოვიდა და მასში მთავარ როლებს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე და ბრიტანელი ჯეიმს ნორტონი ასრულებენ.