ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე პოპულარული ამერიკული სერიალის, Homeland-ის მეშვიდე სეზონში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაცია ამის შესახებ უკვე გამოქვეყნებულია სერიალის IMDB-გვერდზე. არსებული ინფორმაციით მსახიობი უკვე გადაღებებში იღებს მონაწილეობას. პირველად მერაბ ნინიძის პერსონაჟი სერიალის მეშვიდე სეზონის მეცხრე სერიში, Useful Idiot გამოჩნდა - ამ ეპიზოდში მისი ხმა ისმოდა, თავად ნინიძე კი მეთერთმეტე სერიაში გამოჩნდება. როგორც ცნობილია, ნინიძე რუსი დაზვერვის მაღალჩინოსნის როლს ასრულებს და მომდევნო სერიებში მაყურებელი მას სერიალის სხვადასხვა სცენაში იხილავს.