09:09
18 მაისი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არტTIME
მერაბ ნინიძე და ბენედიქტ კამბერბეჩი ახალი ფილმის, The Courier-ის ტრეილერში
29-01-2021

სულ ცოტა ხნის წინ ახალი ჯაშუშური თრილერის — The Courier-ის ტრეილერი გავრცელდა, სადაც ბენედიქტ კამბერბეჩისა და რეიჩელ ბროსნაჰანის გვერდით ქართველ მსახიობს, მერაბ ნინიძესაც იხილავთ. მოქმედება ცივი ომის პერიოდში ვითარდება და ბრიტანული საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის მიერ დაქირავებულ ბიზნესმენზე გვიყვება, რომლის როლსაც კამბერბეჩი ასრულებს. მერაბ ნინიძე რუსი გენერლის ოლეგ პენკოვსკის როლში მოგვევლინება, რომელიც ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურისთვის მუშაობდა, კოდური სახელით Ironbark.

როგორც ფილმის ტრეილერიდან ვიგებთ, სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. ფილმის პრემიერა 19 მარტს შედგება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები