11-12 მარტის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. როგორც ჩხვირკიას ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი აცხადებს, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე მტკიცებულებების დასაშვებობაზე, საქმეზე შეწყდეს თუ არა სისხლის სამართლის დევნა და აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.