მერაბ ღოღობერიძის დაკითხვა აჭარის პოლიციის სამმართველოში შეწყდა. პროცესზე ის შეუძლოდ გახდა, რის გამოც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკითხვა ხუთშაბათისთვის გადაიდო. აცხადებს რომ საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფებოდა. ის აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კახა ბუხრაძის გადაყენებას კვლავ ითხოვს. მერაბ ღოღობერიძეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული მისივე სტატუსების გამო ბათუმში, 11-12 მარტს გამართული აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად ასახელებდნენ. თუმცა, ამ ინფორმაციას ის კატეგორიულად უარყოს და აღნიშნავს, რომ „აქციის ორგანიზატორი იყო ქართველი ხალხი“ და თუ ვინმეს აქვს მის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები, გაასაჯაროოს. ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ის პასუხიმგებლობას არ იღებს.
იხილეთ:მერაბ ღოღობერიძე დაკითხვაზე დაიბარეს - ბათუმში მომხდარზე ის პასუხისმგებლობას არ იღებს