"კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე, რომელიც ბათუმელებს სოციალური ქსელით მოუწოდებდა, გაეპროტესტებინათ საპატრულო პოლიციის ქმედებები, დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ის "ფეისბუქის" მეშვეობით ავრცელებს. მისი განცხადებით, მზად არის, კითხვებს გასცეს პასუხი.
ღოღობერიძე უკვე დაკითხვაზე იმყოფება. როგორც მედიასთან საუბრისას ღოღობერიძემ აღნიშნა, ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პასუხიმგებლობას არ იღებს.
11-12 მარტს ბათუმში დაწყებული მშვიდობიანი აქცია ვანდალიზმში გადაიზარდა. პოლიციას სიტუაციის განსამუხტად ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუხდა. ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.