არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთანბრძოლის" საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე ამ წუთებში აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. მან განმეორებითი დაკითხვა თავად მოითხოვა.მერაბ ღოღობერიძის განცხადებით, მისი დაკითხვა აჭარის პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის მიერ 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით მიცემულ ჩვენებას უკავშირდება, სადაც აჭარის პოლიციის უფროსი დაკითხვისას მერაბღოღობერიძეზე საუბრობს.