კანადაში, ოტავას დარბაზში ქართველმა MMA მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა კანადელი მოწინააღმდეგე ბრედ კატონა დაამარცხა. ბრედ კატონას აქამდე გამართული 8 ბრძოლიდან 8-ვე ჰქონდა მონაგები. ხოლო მერაბმა 12 ბრძოლიდან წარმატებას 8-ში მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ქართველი მებრძოლისთვის ეს UFC-ის ფარგლებში გამართულ ბრძოლებში მეორე გამარჯვება იყო. როგორც შემდედ გახდა ცნობილი, იუ ეფ სიში დასარჩენად ამ ბრძოლაში გამარჯვება ქართველს აუცილებლად სჭირდებოდა. კონტრაქტი 4 ბრძოლას გულისხმობდა და მარცხის შემთხვევაში დაბალი რანგის ორგანიზაციის ფარგლებში მოუწევდა ჩხუბი. ამ მოგების შემდეგ მერაბს 4 მარცხის წილ 9 მოგება აქვს და ყველაზე პრესტიჟული კომპანიის ფარგლებში გააგრძელებს ბრძოლას.