20:42
28 ნოემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
19-09-2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ სარაგბო კლუბ „იუნკერების“ მოთამაშისა და საქართველოს რაგბის ეროვნული შვიდკაცა ნაკრების კაპიტნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარების ფაქტზე ბრალდებულ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. დაცვის მხარე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. ბესელიას ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული წარდგენილი ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროცესზე თავად ბრალდებულიც ჩაერთო დისტანციურად. როგორც მერაბ ბესელიამ განაცხადა, მან ემოციურ ფონზე იატაკს ესროლა და ფეხში სროლის განზრახვა არ ჰქონია. „არ მისვრია მისთვის დასაჭრელად, ვისროლე იატაკზე. იმას, რომ მე საშიში ვიქნები თავისუფლებაზე, არ ვეთანხმები. ჩავბარდი თვითონ. ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი“, – განაცხადა ბრალდებულმა.

AutoPlay
აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 32 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - ფუზულის რაიონში ნაღმზე აფეთქების შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ინგლისის 2.7 მილიონი მოქალაქე D ვიტამინ-ს უფასოდ მიიღებს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სომხეთში კორონავირუსის 1 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 31 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გია ვოლსკის შეფასებით, 20 ივნისის მოვლენები კარასინთან გასარჩევი თემა არ არის, ოპოზიციის განცხადებები კი სპეკულაციაა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები