მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგება მარტივდება. პროექტი ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშგების ახალი, გამარტივებული სტანდარტის შემუშავებას, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველების სამსახურმა უნდა დაადგინოს 2018 წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული სტანდარტის დანერგვა მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გაადვილებს, ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესის შემდგომი განვითარებას, ფინანსური ანგარიშგების ხარისხის ზრდას და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას.