საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პროგრამის "განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა" პრეზენტაცია გამართა. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, პროგრამის მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, დაეხმაროს, მიიღოს სავალდებულო ზოგადი განათლება.