რაგბი ევროპის ფარგლებში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა და მეორე გამარჯვება იზეიმა. ქართველმა მორაგბეებმა სტუმრად გერმანიის ეროვნული ნაკრები დამაჯერებლად 0:64 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილს ლიდერობენ.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის პირველ შეხვედრაში საქართველომ ქუთაისის სტადიონზე ბელგია 47:0 დაამარცხა. ბორჯღალოსნები მომავალ მატჩს 3 მარტს, თბილისში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ.